სერხიო ბუსკეტსმა ვან დერ ვარტს უპასუხა
ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსა ვეტერან ფეხბურთელსა და ახლა უკვე საფეხბურთო მიმომხილველ რაფაელ ვან დერ ვარტს უპასუხა.
რა თქვა ვან დერ ვარტმა?
ვეტერანმა ნიდერლანდელმა ესპანეთი – პოლონეთის მატჩის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია NOS-ის ეთერში ესპანელები გააკრიტიკა და განაცხადა: “ესპანეთი საშინელი გუნდია. იმედი მაქვს, ჩვენ მათთან შეხვედრა მოგვიწევს. ამ გუნდს საერთოდ არაფერი გააჩნია. ისეთი ფეხბურთელიც კი არ ჰყავთ, რომელმაც დამაგვირგვინებელ ფაზაში პასის გაკეთება იცის.”
სერხიო ბუსკეტსის პასუხი
ესპანელ ნახევარმცველს ვან დერ ვარტის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს. ბუსკეტსი ამბობს, რომ ნიდერლანდელს უბრალოდ ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს.
“მისი ეს კომენტარი სამწუხაროა. მას ყურადღების ცენტრში ყოფნა უნდა. შემიძლია, მარტივად გავიხსენო ის მატჩები, რომლებშიც ჩვენ ერთმანეთს შევხვდით. ვფიქრობ, ეს მატჩები ხალხს ისევ ახსოვს. თუმცა, მე ასე არ მოვიქცები, რადგან უფრო მეტი პატივისცემა გამაჩნია”, – ამბობს ბუსკეტსი.