“დინამო თბილისის” ტალანტი მოსკოვის “დინამოში” ითამაშებს!
“დინამო თბილისის” 18 წლის ტალანტი ლუკა გაგნიძე კარიერას მოსკოვის “დინამოში” გააგრძელებს.
მოსკოველები ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ 2 მილიონ ევრომდე გადაიხდიან და მასთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებენ.
ფეხბურთელი რომის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო შემოწმებაზე იმყოფება. ხელშეკრულება გაფორმდება და გავრცელებული ცნობით, გაგნიძე 1 წელი იჯარის წესით კვლავ თბილისში ითამაშებს.
ლუკა სპორტული სააგენტო “ბენე სპორტთან” თანამშრომლობს, რომლის დამფუძნებლები ლევან ცქტიშვილი და ირაკლი ლილუაშვილი არიან. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო აპრილში “იუვენტუსის” მხრიდან გაგნიძის მიმართ დაინტერესებაზეც წერდა.
ფეხბურთელი გერმანულ Transfermartk-ზე 700 ათას ევროდ არის შეფასებული.
მოსკოველები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან თბილისის “ლოკომოტივმა” გამოაგდო. თვითონ გუნდი 80 მილიონად არის შეფასებული და გასულ სეზონში ჩემპიონატში მე-7 ადგილზე გავიდა.