მორატა: “არ ვთვლი, რომ გერმანიასა და საფრანგეთზე უფრო სუსტები ვართ”
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ, ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების მერვედფინალური მატჩის წინ პრესის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
“ამ დონეზე თამაშზე 15 წლიდან ვოცნებობ. ჩემთვის ეს ყველაზე ღირსშესანიშნავი რამ არის.
ხორვატიის ნაკრებში ძალიან ბევრი ოსტატი თამაშობს. მათ ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ბროზოვიჩი, მოდრიჩი და კოვაჩიჩი არიან. დარწმუნებული ვარ, რომ მატჩში ბევრი ორთაბრძოლა იქნება და თითოეული ჩვენგანი ბოლომდე დაიხარჯება.
არ ვთვლი, რომ გერმანიასა და საფრანგეთზე უფრო სუსტები ვართ. აზრი არ აქვს იმაზე ფიქრს, უკეთესები ვართ თუ უარესები. ჩვენ უნდა მოვუმატოთ. ესპანეთის ნაკრების მთავარი ძალა გუნდური მუშაობის უნარია,” – აცხადებს “იუვენტუსის” შემტევი.
ესპანეთსა და ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი 28 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე არის ჩანიშნული.