“ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ” – დაძაბულობა საფრანგეთის ნაკრებში
28 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და შვეიცარიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 3:3 დასრულდა, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც გამარჯვება შვეიცარიელებმა მოიპოვეს.
შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელმა გავრანოვიჩმა ანგარიში ძირითადი დროის ბოლო წუთებში გაათანაბრა, რასაც ფრანგებს შორის დაძაბულობა მოჰყვა.
ფრანგული მედიის ცნობით, ადრიენ რაბიო, რაფაელ ვარანი და ბენჟამინ პავარი უკამყოფილოები იყვნენ იმით, რომ პოლ პოგბა გუნდს დაცვაში არ ეხმარებოდა. ასევე, ვარანმა შენიშვნა მისცა პავარსაც.
“მოედანზე სიგიჟე ხდებოდა. ფეხბურთელები ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით ხშირად მიმართავდნენ. პოგბამ და ვარანმა ერთმანეთთან იკამათეს. ტურნირის მიმდინარეობისას პოგბამ თავისი დადებითი მხარეები დაგვანახა, მაგრამ დაცვაში კატასტროფულად თამაშობდა. ვარანმა პავარს უსაყვედურა, პავარმა კი მას უპასუხა: “მართალი ხარ, მაგრამ მარტო ვარ და პოგბას ეს არ აინტერესებს”. ამის შემდეგ, ვარანი პოგბასთან მივიდა და ეს უთხრა, რასაც მოჰყვა ის, რომ ამ უკანასკნელმა პავართან საუბარი დაიწყო. ეს ყველაფერი მთელი მატჩის განმავლობაში გრძელდებოდა”, – აცხადებს L’Equipe-ის ჟურნალისტი სებასტიენ ტარაგო.