რომან ფიფია: “ნეფთჩისთან” მარცხი კატასტროფა არ იქნება”
“დინამო თბილისის” პრეზიდენტმა აზერბაიჯანულ Azerisport-თან “ნეფთჩისთან” მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
“კარგია, რომ “ნეფთჩისთან” ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, საინტერესო დაპირისპირება გამოვა. ორივეს გუნდს თანაბარი შანსი აქვს. ყველაფერი მოედანზე გადაწყდება.
ბიუჯეტი უდიდეს როლს თამაშობს კლუბის ფორმირებაში, მაგრამ ეს ხშირად საკმარისი არ არის. ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა თამაშობს ჩვენთან.
“ნეფთჩისთან” მარცხი კატასტროფა იქნება? არა, ესე არ ვფიქრობ. თქვენთვის “დინამოსთან” მარცხი კატასტროფად შეფასდება? მთავარია, გუნდებმა ლამაზი ფეხბურთი აჩვენონ. თბილისში შეხვედრას გულშემატკივრებიც დაესწრებიან და ისინი ტრიბუნებზე ყოველთვის საოცარ ატმოსფეროს ქმნიან”, – განაცხადა რომან ფიფიამ.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო” “ნეფთჩის” 7 ივლისს უმასპინძლებს, 14-ში კი ბაქოში ეწვევა.