გრიზმანსა და მბაპეს შორის კონფლიქტია
ფრანგული გამოცემა “ლეკიპი” იუწყება, რომ საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელებს – კილიან მბაპესა და ანტუან გრიზმანს შორის კონფლიქტია.
წყაროს თანახმად, ევრო-2020-ის მიმდინარეობისას აღნიშნულ ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა “შორს იყო მეგობრულისგან”. მბაპესა და გრიზმანს ურთიერთობა ჯერ კიდევ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ გაუფუჭდათ და ამის რამდენიმე მიზეზი სახელდება:
ფრანგი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ კილიანი ეგოისტურად იქცევა. ის ეჭვიანობს, რომ გრიზმანს მეტი გავლენა აქვს ნაკრებში. ეს უკანასკნელი უფრო მეტს ფიქრობს გუნდზე.
მბაპემ კარიმ ბენზემას ნაკრებში დაბრუნება სთხოვა, რამაც გრიზმანის პოზიციის ცვლილება გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ევრო-2020-ს ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. “მამლები” შვეიცარიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ (4:5). გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი სწორედ მბაპემ გააფუჭა.