ინფანტინო სატრანსფერო ბაზარზე რეფორმების გატარებას გეგმავს
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციების ასოციაციის პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, პრესასთან საუბრისას სატრანსფერო ბაზარზე გასატარებელ მნიშვნელოვან ცვლილებაზე ისაუბრა.
“თუ პანდემიის დაწყებამდე არსებულ სიტუაციას გავაანალიზებთ, მივიღებთ ასეთ შედეგს – ბოლო წელს 7 მილიარდი დოლარი დაიხარჯა საერთაშორისო სატრანსფერო მარკეტზე. ამ თანხიდან 700 მილიონი დოლარი პირდაპირ აგენტებმა მიიღეს და მხოლოდ 70 მილიონი იმ კლუბებმა, რომლებმაც ეს ფეხბურთლები განავითარეს.
ჩვენი მიზანი სატარნსფერო ფანჯარაზე რეფორმების გატარებაა, რადგანაც არასწორია, როდესაც ასეთი დიდი თანხა ყოველგვარი წესების გარეშე ბრუნავს. რეფორმების გატარების შემდეგ ის კლუბები, რომლებმაც ყველაზე მეტი გააკეთეს ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში, უფრო მეტ თანხას მიიღებენ.
ჩვენ წესებში უკვე არის პუნქტი, რომლის თანახმადაც სატრანსფერო თანხის 5 პროცენტი იმ კლუბმა უნდა მიიღოს, რომელმაც ფეხბურთელი აღზარდა, თუმცა ფაქტია, რომ კლუბებმა ამ გზით მხოლოდ 60-70 მილიონი მიიღეს.
რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ საქმე პატარა კლუბებს ეხებათ, რომლებმაც არც კი იციან, რომ ეს ფული ეკუთვნით. ამას აუცილებლად გამოვასწორებთ,” – აცხადებს ინფანტინო.