მარკ კლატენბურგმა ევრო-2020-ის მსაჯობა და სტერლინგის ეპიზოდი შეაფასა
პრემიერ ლიგის ყოფილმა მსაჯმა, მარკ კლატენბურგმა, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე მსაჯების მუშაობა დადებითად შეფასა. როგორც იცით, ინგლისისა და დანიის ნაკრებებს შორის გამართულ ნახევარფინალში მსაჯის მიერ დანიშნულმა პენალტმა ფანებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
“ინგლისისა და დანიის ნაკრებების ნახევარფინალში მიღებულ სადავო გადაწყვეტილებას ვერსად გავექცევით. ზოგი ფიქრობს, რომ პენალტი უნდა დანიშნულიყო, ზოგი – არა.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ დანი მაკკელიმ რეალურ დროში შეაფასა სიტუაცია და ჩათვალა, რომ საჯარიმოში ჯარიმა იყო. ვიდეორეფერიმ კი მის გადაწყვეტილებაში ეჭვი არ შეიტანა.
როგორიც არ უნდა იყოს თქვენი პოზიცია ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, ფაქტია, რომ ამ ჩემპიონატზე მსაჯობა უმაღლეს დონეზეა. ეს ბრწყინვალე რეკლამა არის ევროპელი მსაჯების.
ამ ტურნირზე მატჩში საშუალოდ 23 ჯარიმა ინიშნება – ასეთი მაჩვენებელი არც ერთ ევროზე არ ყოფილა. 2004 წელს მატჩში საშუალოდ 39 ჯარიმა ინიშნებოდა. ევრო-2016-ზე კი 201 ყვითელი ბარათი იყო. ამ დროისთვის კი მხოლოდ 143 ყვითელი ბარათია.
რაც შეეხება ვიდეორეფერის მუშაობას, ისინი უზუსტესს და უსწრაფესს გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ვარ-ს განაჩენი ას წამზე ნაკლებ დროში გამოაქვს,” – აცხადებს კლატენბურგი.