“რუბინის” დირექტორი: “ხვიჩასთან დაკავშირებით ერთი ოფიციალური შემოთავაზებაც კი არ მიგვიღია”
“რუბინის” გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განაცხადა, რომ კლუბს ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ოფიციალური შემოთავაზება არავისგან მიუღია.
“ხვიჩას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით სიახლე არ გვაქვს. ჯერ-ჯერობით შემოთავაზება არავისგან მიგვიღია. პრესაში ბევრს საუბრობენ, მაგრამ ეს უსაფუძვლო საუბარია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით – გამოგვიგზავნეთ შემოთავაზება და განვიხილავთ. თუმცა, ერთი ოფიციალური წინადადებაც კი არ მიგვიღია”, – უთხრა საიმანოვმა RIA Novosti-ს.
რას ამბობდა ხვიჩას აგენტი?
კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა 6 ივნისს ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ ხვიჩას ტრანსფერის საკითხი 15 ივლისამდე გადაწყდებოდა.
“15 ივნისს კვარაცხელია ყაზანში უნდა ჩამოვიდეს. გუნდი იკრიბება და ვარჯიშს იწყებენ. მე მგონია, რომ 15 ივნისიდან 15 ივლისამდე ყველაფერი გადაწყდება, იქამდე ტრანსფერი არ მოხდება”, – თქვა ჯუღელმა.