ნეიმარი: “ყოველთვის ვოცნებობდი ფინალში არგენტინასთან თამაშზე”
ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა, ნეიმარ ჟუნიორმა, კოპა ამერიკის ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე პრესასთან ისაუბრა. როგორც იცით, ფინალური შეხვედრა არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორი 11 ივლისს 04:00 საათზე აიღებს სტარტს.
“ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რაც გამარჯვებისთვის არის საჭირო. მე მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ. ყოველთვის ვოცნებობდი ფინალში არგენტინასთან თამსზე. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი უყვარს, მოუთმენლად ელის ასეთ ფინალს. ერთმანეთს დიდი ნაკრებები დაუპირისპირდებიან, რომელთაც ბევრი ტიტული აქვთ მოგებული.
არგენტინას ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს ლეო მესის სახით. ვფიქრობ, ეს მომენტი ძალიან კარგი იქნება ჩემი ფილმისთვის. ყოველთვის ვამბობ, რომ საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი მინახავს და ამავდროულად დიდებული მეგობარიც. თუმცა ფინალში ჩვენ ერთმანეთის მეტოქეები ვართ. მე გამარჯვება მინდა, ნაკრებთან ერთად პირველი დიდი ტიტულის მოგებას ვაპირებ.
როდესაც შენი მეგობარი მეტოქე ხდება, ძალიან რთულდება ყველაფერი. მეგობრობის დავიწყება ადვილი არ რაის. მაგრამ მე აქ მოსაგებად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ მესიც ბოლომდე იბრძოლებს,” – აცხადებს ბრაზილიელი.