საუთგეიტი პენალტებზე: “არჩევანი მე გავაკეთე, ამიტომაც პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ”
ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა, იტალიის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ინგლისელები იტალიელებთან ევრო-2020-ის ფინალში პენალტების სერიაში დამარცხდნენ.
თერთმეტმეტრიანების სერიის დაწყების წინ საუთგეიტმა მოედანზე მარკუს რეშფორდი და ჯეიდონ სანჩო შმოიყვანა ჯორან ჰენდერსონისა და კაილ უოკერის ნაცვლად. რეშფორდის დარტყმული ძელს მოხვდა, სანჩოს კი პენალტი დონარუმამ აიღო.
“არჩევანი მე გავაკეთე, ამიტომაც პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ. პენალტის შემსრულებლები ვარჯიშების მიხედვით ავარჩიე. ჩვენ ფინალამდე ერთ გუნდად შეკრულები მოვედით და ამ მარცხის ტვირთიც ერთად უნდა ვატაროთ. პენალტებზე კი მე ვარ პასუხისმგებელი.
ფინალისთვის კარგად ვიყავით მომზადებულები და მატჩიც მაღალ დონეზე დავიწყეთ. სამწუხაროდ, მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ,” – აცხადებს საუთგეიტი.