კინი ინგლისელებზე გაბრაზდა: “მორცხვ 19 წლის ბავშვს პენალტი არ უნდა შეასრულებინო”
11 ივლისს ინგლისის ნაკრები ევრო-2020-ის ფინალში იტალიასთან დამარცხდა. ფინალის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც ბუკაიო საკამ და შეცვლაზე შემოსულმა ორმა ფეხბურთელმა, სტერლინგმა და სანჩომ, დონარუმას კარის აღება ვერ შეძლეს. როი კინი მატჩის შემდეგ საუბრისას საჯაროდ აკრიტიკებდა გრილიშსა და სტერლინგს.
“როდესაც სტერლინგი ან გრილიში ხარ, მშვიდად არ უნდა იჯდე და შენ ნაცვლად პატარა ბავშვმა არ უნდა შეასრულოს თერთმეტმეტრიანი, ასე არ შეიძლება. არ მაინტერესებს სხვა რას იტყვის, ასე არ შეიძლება.
მორცხვ 19 წლის ბავშვს პენალტი შენზე ადრე არ უნდა დაარტყმევინო. მათ ხომ გაცილებით უფრო დიდი გამოცდილება აქვთ, სტერლინგს ტიტულებიც აქვს მოგებული.
არ ვამბობ, რომ ისინი საერთოდ არ აპირებდნენ პენალტის შესრულებას. შესაძლოა, გარეთის სიაში მეექვსე ან მეშვიდე იყვნენ. მაგრამ ვთვლი, რომ როდესაც ახალგაზრდა ბავშვი შენზე წინ ასრულებს ასეთ მნიშვნელოვან დარტყმას, უნდა წამოდგე და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო,” – აცხადებს კინი.