ფიფა ფეხბურთში ხუთ ახალ წესზე ექსპერიმენტს ატარებს
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის მიმდინარე ამხანაგურ ტურნირ Future of Football Cup-ზე ხუთ ახალ წესს ცდის.
პირველი წესი სათამაშო დროს ეხება. გუნდები ორ 30-წუთიან ტაიმს თამაშობენ, ხოლო თამაშის თითოეული შეჩერების დროს წამზომი ჩერდება, როგორც, მაგალითად, კალათბურთში.
მეორე წესი ცვლილებათა შეუზღუდავ რაოდენობას გულისხმობს. როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთში გუნდს თამაშის მიმდინარეობისას ჩვეულებრივ სამი ცვლილების განხორციელების უფლება აქვს, კორონაპანდემიის პერიოდში კი ცვლილებათა რაოდენობა ხუთამდე გაზარდეს.
შემდეგი წესია აუტიდან ბურთის ხელის ნაცვლად ფეხით შემოტანა, რაც თამაშში სახიფათო მომენტების რაოდენობის გაზრდას ისახავს მიზნად.
კიდევ ერთი ახალი წესის ძალით, მოთამაშე ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ მოედანს ხუთი წუთით ტოვებს.
ფიფა ტურნირის შემდეგ ჩატარებულ ექსპერიმენტზე იმსჯელებს და გადაწყვეტს, რამდენად იქნება მიზანშეწონილი ახალი წესების დამკვიდრება პროფესიონალურ დონეზე.