“ქვეყანა მისით ამაყობს!” – მაკრონმა ლუკა მხეიძეს მედლის მოპოვება მიულოცა
საფრანგეტის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალური ქსელის საშუალებით ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლუკა მხეიძის წარმატებას გამოეხმაურა.
ლუკა მხეიძე საფრანგეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრია, რომელიც -60 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. 25 წლის სპორტსმენმა დღეს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კორეელი ჯინ ვონ კიმი დაამარცხა.
“ოლიმპიური თამაშები დიდებული ადამიანური ისტორიებით შედგება. ლუკა მხეიძე საქართველოში დაიბადა, 2015 წელს კი საფრანგეთის მოქალაქე გახდა. მან სულ ახლახანს საფრანგეთს ტოკიოში პირველი მედალი მოუტანა. ქვეყანა, რომელიც მან აირჩია, მისით ამაყობს!”, – აცხადებს მაკრონი.
მხეიძე ფინალში გასვლასთანაც ახლოს იყო, ის ნახევარფინალში ჩინური ტაიპეის ნაკრების წევრ ვეი იუნგ იანგთან დამარცხდა.
Les Jeux olympiques, ce sont de formidables histoires humaines. Né en Géorgie, naturalisé Français en 2015, Luka Mkheidze vient d'obtenir la première médaille française à Tokyo. Fierté partagée par la Nation qu’il a choisie ! https://t.co/qUh6LdU3kW
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) July 24, 2021