არჩილ ბერიძე: “ბათუმის “დინამოს” ბიუჯეტი 40 მილიონი უნდა გახდეს”
ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გუნდის მომდევნო განვითარების ეტაპებზე ისაუბრა.
“არის ორი რადიკალურად განსხვავებული სიბრტყე. “დინამო თბილისი” ცარიელი ტრიბუნებით, ბათუმის “დინამო” სავსე ტრიბუნებით.
ბათუმში კლუბის მშენებლობას ბევრად გაასწრო გულშემატკივარმა და საჭიროა, გაცილებით მეტი შრომა, მეტი ფინანსები. ჩვენ რაღაც ეტაპები გავიარეთ, იმ წელს, როცა “ბატე ბორისოვი” ჩემპიონთა ლიგას თამაშობდა, ჩვენ მაშინ დავიწყეთ “დინამოს” მშენებლობა. 200 მილიონიან სტადიონზე ევროპული ატმოსფეროა შექმნილი და როგორც გუნდიც, აუცილებლად მივალთ იქ.
დღეს ბათუმი ყველაფრით მზად არის, გვაქვს ბაზა, სტადიონი და ახლა 7-8 მილიონი საკმარისი აღარ არის. ქართული კლუბების მთავარი პრობლემა ფულია და ჩვენი მიზანია, გუნდის ბიუჯეტი სულ მცირე 25, 30, 35 და 40 და მეტი მილიონი ევრო გახდეს. გავიარეთ რაღაც ეტაპი და ახლა უკვე, დროა, სულ სხვა დონეზე გადავიდეთ. ეს ყველაფერი გრძელვადიანი პროცესია და ერთჯერადად “ბატეს” ბარიერის გავლა არ გვაკმაყოფილებს. ჩვენ გვსურს სტაბილურად ჯგუფურ სტადიებზე მოხვედრა.
მე ყველაზე მეტად მესმის “დინამო თბილისის”. როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი მოდის შენთან და გეუბნება, რომ მას თვეში 25, 30, 50 ათას ევროს სთავაზობენ. შენ ამას ვერ უკეთებ და შემდგომში უღობავ გზას. ყველაფერი ბოლოს ფინანსებთან და ბიუჯეტთან მიდის.
კიდევ ერთელ – დღეს ორი მოცემულობა გვაქვს. ჩვენ გვყავს სტადიონზე ხალხი და გულშემატკივარი სამართლიანად ითხოვს ძლიერ ბათუმს. “დინამო თბილისს” არ ჰყავს სტადიონზე ხალხი, ეუბნება, რომ ჯერ გუნდი და შემდეგ მოდიო”, – განაცხადა ბერიძემ.