3 ცნობილი სპორტსმენი მერობისთვის იბრძოლებს – ვინ იქნება შემდეგი?
ოქტომბერში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები გაიმართება და მოქალაქეებს ახალი მერების არჩევა შეეძლებათ.
ჯერჯერობით უმეტესი კანდიდატები დასახელებულნი არ არიან, მაგრამ 1 დადასტურებული და 2 გავრცელებული ცნობით, თბილისის მერობისთვის მოქმედი მერი კახა კალაძე და გახარიას პარტიიდან არჩილ არველაძე იბრძოლებენ.
აჩი ჯერჯერობით ინფორმაციას არ ადასტურებს. კალაძისა და არველაძის გზები არჩევნებზე ირიბად ერთხელ უკვე გადაიყარა, როცა კალაძის მეგობარი ლევან კობიაშვილი და აჩის ძმა რეზი არველაძე ფედერაციის პრეზიდენტობაზე კენჭს იყრიდნენ. მაშინ კობიაშვილმა 18-ით 15 ხმის წინააღმდეგ გაიმარჯვა, მაგრამ არჩევნებს თან ახლდა ერთ-ერთი დელეგატის დაკავება და უამრავი ექსცესი.
გორის მერობის კანდიდატად “ქართული ოცნება” თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის, მსოფლიოსა და რიოს ოლიმპიადის ოქროს მფლობელის, ლადო ხინჩეგაშვილის დასახელებას აპირებს.
არჩევნებამდე 3 თვე დარჩა და ყველა კანდიდატის ვინაობა 1 თვეში გახდება ცნობილი.