ლაშა ბექაურს საჩუქრად ბინა გადაეცა!
28 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, -90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ლაშა ბექაურს საჩუქრად ბინა გადაეცა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა სეუმ გამოაქვეყნა:
“საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ და სეუ დეველოპმენტი-ს ერთობლივი საჩუქარი ლაშა ბექაურს! სეუ-ს რექტორის, ბატონი გია კავთელიშვილის გადაწყვეტილებით, SEU-ს სტუდენტს და ახლა უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს საჩუქრად გადასცემს სეუ დეველოპმენტის დასრულებულ კომპლექსში საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩაზე, 100 კვ.მ. ბინას. დიდი მადლობა ლაშას თავდადებული ბრძოლისთვის! ვამაყობთ და გვიხარია, რომ ის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.