ხოაკინმა “ვულვზთან” მატჩი ნაბახუსევზე ყოფნის გამო გამოტოვა
ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა ხოაკინ სანჩესმა “ბეტისსა” და “ვულვერჰემპტონს” შორის გამართული საკონტროლო მატჩი საინტერესო მიზეზის გამო გამოტოვა. შეხვედრის ოქმში ანდალუსიელი ნახევარმცველის უქმობის მიზეზად ნაბახუსევზე ყოფნაა აღნიშნული.
ხოაკინს 21 ივლისს 40 წელი შეუსრულდა და როგორც ჩანს, ზომაზე მეტად მოილხინა, რის გამოც 24 ივლისს გამართულ მატჩში თამაში ვეღარ შეძლო.
შეხვედრა ინგლისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.