ვინ იქნება ხვალ – 30 ივლისი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე
ხვალ, 30 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ოთხი წევრი იასპარეზებს. მედლების მოპოვების შანსი ექნება გურამ თუშიშვილსა და ნინო სალუქვაძეს, ხოლო ესკერხან მადიევი და სოფიკო შათირიშვილი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებენ.
30 ივლისი
ნინო სალუქვაძე (25მ. პისტოლეტი)
ნინო სალუქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნაწილი მე-7 ადგილზე დაასრულა. ხვალ, 30 ივლისს, 04:00 საათიდან ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ნაწილში მიიღებს მონაწილეობას. საერთო ჯამში, შედეგებით, თუ ის რვა საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდება, ფინალში იასპარეზებს, რომელიც ხვალვე გაიმართება.
გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100კგ)
ძიუდოს ტურნირი კვლავაც 06:00 საათზე დაიწყება. გურამ თუშიშვილი ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე ტაჯიკ რახიმოვსა და კუბელ გრანდას შორის გამარჯვებული იქნება.
ესკერხან მადიევი (კრივი, -69კგ)
საქართველოს ნაკრების წევრი ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელს, ანდრეი ზამკოვოის დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 13:51 საათზეა ჩანიშნული.
სოფიკო შათირიშვილი (ბირთვის კვრა)
26 წლის მძლეოსანი ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპზე, B ჯგუფში 14:25 საათიდან დაიწყებს. ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, საჭიროა, რომ სოფიკო 12 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდეს.
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ არცერთი სიახლე ქართველი ოლიმპიელების გამოსვლებზე, თვალი ადევნეთ:
• ფეისბუქ გვერდს საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე
• Fanebi.Com-ის ვებ-გვერდს
• ფეისბუქ გვერდს FANEBI.COM