ვიტალი ჟუკოვსკი: “ფეხბურთში ასეთი შერცხვენილი არასოდეს ვყოფილვარ”
ბორისოვის ბატე-ს მთავარმა მწვრთნელმა, ვიტალი ჟუკოვსკიმ უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის “დინამოსთან” განცდილი მარცხის (1:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“მეტოქე უფრო თავისუფლად თამაშობდა, ჩვენ კი პირიქით, შებოჭილები ვიყავით. გაშვებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ შეგვეშინდა და ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში დავიწყეთ. იყო იმის შიში, რომ მეორე გოლი გაგვეშვა. როცა ფეხბურთის თამაშის შეგიშინია, ასეთი რამ ხდება.
ძალიან მრცხვენია ფანების, იმ ადამიანების, რომლებიც ამ კლუბზე ღელავენ. დღეს უნდა დავიზინოთ და ხვალ კლუბის ხელმძღვანელობასთან ამ მარცხზე ვისაუბრებთ და ვნახავთ, როგორი გზით წავალთ. როცა გუნდი ევროტურნირებზე, საშინაო მატჩში, მეორე ტაიმში ოთხ გოლს უშვებს, ეს მწვრთნელის შეცდომაა. ფეხბურთში აქამდე ასე არასოდეს შევრცხვენილვარ”, – განაცხადა ვიტალი ჟუკოვსკიმ.