გურამ გიორბელიძე მე-2 ბუნდესლიგაში გადადის
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ვოლფსბერგერის” მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას მე-2 ბუნდესლიგის “დინამო დრეზდენში” გააგრძელებს.
გაზეთ “Kronen Zeitung”-ის ინფორმაციით, გიორბელიძე “დრეზდენში” იჯარის წესით გადავა. ბოლო შეხვედრაში “შტურმის” (1-4) წინააღმდეგ გურამს მონაწილეობა არ მიუღია.
“ის ჩვენთან ერთად აღარ არის” – ახსნა “ვოლფსბერგერის” პრეზიდენტმა.
“დინამო დრეზდენმა” გასულ სეზონში მე-3 ბუნდესლიგა მოიგო და მე-2 ბუნდესლიგაში გადავიდა.
გიორბელიძეს ავსტრიელებთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული. ქართველი საქართველოში ბოლნისის “სიონსა” და გორის “დილაში” თამაშობდა. ნაკრებში დებიუტი 25 მარტს ჰქონდა და მას შემდეგ 4 შეხვედრაში ითამაშა.