სომეხმა მოჭიდავემ ვერცხლის მედლის მიღებაზე უარი თქვა (ფოტო, ვიდეო)
3 აგვისტოს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 97კგ წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი მუსა ევლოევი და სომეხი არტურ ალექსანიანი დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ევლოევის გამარჯვებით 5:1 დასრულდა და ოლიმპიური ჩემპიონიც სწორედ ის გახდა.
ალექსანიანი, რომელიც რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოს სამგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია, მსაჯობით უკმაყოფილო იყო. 29 წლის სომეხმა მოჭიდავემ დაჯილდოვების ცერემონიალზე ვერცხლის მედლის ჩამოკიდებაზე უარი თქვა. მან ჟურნალისტებთან ასეთი კომენტარი გააკეთა: “რუსი უნდა იყო, რომ მოგაგებინონ.”
«Уверенно, спокойно, невозмутимо»: Муса Евлоев принес России первое олимпийское золото в борьбе, выиграв турнир классиков в весовой категории до 97 кг pic.twitter.com/qDh4Vt9vtU
— Дмитрий Смирнов (@dimsmirnov175) August 3, 2021