საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადება
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს დოპინგი აღმოუჩინეს, რის გამოც ის დღევანდელი შეჯიბრიდან ჩაიხსნა. ამ ამბავთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა განცხადება გაავრცელა.
“სეოკ-ის განმარტება
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს, შეჯიბრების წინ ჩატარებული დოპინგ ტესტის შედეგად აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის კვალი.
დადგენილი წესის შესაბამისად, აბრამიანი მოხსნილია ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან.
მის შემდგომ სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოგვიანებით განიხილავენ შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები.
აქვე გაცნობებთ, რომ ტოკიოში გამომგზავრებამდე უკლებლივ ყველა ლიცენზიანტმა სპორტსმენმა, მათ შორის ბენიკ აბრამიანმა გაიარა დოპინგ-კონტროლი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც გაირკვა, აბრამიანის ორგანიზმში სამი აკრძალული სტეროიდი – დეჰიდროქლორმეთილ-ტესტოსტერონი, ტამოქსიფენი და მეტანდიენონი აღმოაჩინეს. მას დღეს 15:40 საათზე უნდა ეასპარეზა.