აგუერო თავს მოტყუებულად გრძნობს და “ბარსელონაში” დარჩენა არ სურს
“ბარსელონაში” გადასვლიდან 37 დღის შემდეგ, სერხიო კუნ აგუერო ამ გადაწყვეტილებას უკვე ნანობს. ეს ყველაფერკი კი პირდაპირ კავშირში გახლავთ გუნდიდან ლეო მესის წასვლასთან.
როგორც იცით, “მანჩსტერ სიტის” ლეგენდა “ბლაუგრანაში” ივლისის თვეში გადაბარგდა თავისუფალი აგენტის სტატუსით იმ იმედით, რომ მისი ტრანსფერი ლეო მესის დარჩენას გამოიწვევდა.
La Porteria-ს ცნობით, 33 წლის აგუერო თავს მოტყუებულად გრძნობს და ახლო გარემოცვას უკვე ამცნო, რომ კლუბში დარჩენა აღარ სურს.
აქე შეგახსენებთ, რომ “ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ აგუერო აქცენტს სწორედ მესის მხარდამხარ თამაშზე აკეთებდა – “რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ მესისთან ერთად ვითამაშებ. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ.
კონტრაქტთან დაკავშირებით ყველაფერი კლუბმა და ლეომ უნდა გადაწყვიტოს. ძალიან ბედნიერი ვიქნები მასთან თამაშის საშუალება თუ მომეცემა, ეს ჩემთვის საამაყო რამ იქნება,” – აცხადებდა აგუერო ივლისის თვეში.