კრიშტიანო რონალდუს გამოსამშვიდობებელი წერილი ტურინის “იუვენტუსს”
კრიშტიანო რონალდუმ ტურინის “იუვენტუსის” დატოვების შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. პორტუგალიელი ფეხბურთელი ტურინულ გუნდს, ქალაქსა და მის ფანებს დაემშვიდობა.
“დღეს საოცარ კლუბს ვტოვებ, ყველაზე დიდ კლუბს იტალიაში და ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლუბს ევროპაში. “იუვენტუსისათვის” მთელი გული და სული გავიღე. ყოველთვის მეყვარება ქალაქი ტურინი. “იუვენტუსის” ფანები ყოველთვის პატივს მცემდნენ და ვცდილობდი მათთვის მადლობა თითოეულ მატჩში, ყველა სეზონსა და ტურნირში ბრძოლით გადამეხადა. შეგვიძლია უკან მივიხედოთ და გავაანალიზოთ, რომ დიდ წარმატებას მივაღწიეთ. შეიძლება, ეს არ იყო ისეთი წარმატება, როგორიც ყველას გვინდოდა, მაგრამ ერთად საკმაოდ ლამაზი ისტორია დავწერეთ.
მე ყოველთვის ვიქნები ერთ-ერთი თქვენთაგანი. თქვენ ჩემი ისტორიის ნაწილი ხართ და ვგრძნობ, რომ მე თქვენი ისტორიის ნაწილი ვარ. იტალია, “იუვე”, ტურინი, ტიფოზები – ჩემს გულში დარჩებით”, – წერს რონალდუ.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის თავდამსხმელი “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნდა და ყოფილ კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის ივნისის ჩათვლით გააფორმა.