სანიოლი: “გიორგი ლორია ჩემთვის ნაკრების ნომერ პირველი მეკარეა”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. ფრანგმა სპეციალისტმა 20 წლის მეკარე შეაქო, თუმცა თქვა, რომ მისთვის ნაკრების ნომერ პირველ მეკარედ გიორგი ლორია რჩება.
“მამარდაშვილის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ სამი ოფიციალური მატჩი იყო. გიორგი 20 წლისაა, მას ბევრი მიმართულებით სჭირდება განვითარება და ამასთან ერთად მან გამოცდილება უნდა დააგროვოს. ვალენსია შესანიშნავი გუნდია და ის ფაქტი, რომ ჩვენი ერთ-ერთი მეკარე ასეთ დიდ კლუბში თამაშობს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ საფეხბურთო სამყაროს ვუჩვენოთ, თუ როგორი მეკარებიის აღზრდა შეგვიძლია საქართველოში.
ამ ყველაფრის მიუხედავად, გიორგი ლორია ჩემთვის ნაკრების ნომერ პირველი მეკარეა და ეს ასეა მას შემდეგ, რაც მარტში საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დავინიშნე. ამ დროიდან მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ და ჩემთვის არ არსებობს მიზეზი, რომ ეს მოცემულობა შევცვალო. რა თქმა უნდა, თუ მამარდაშვილი ვალენსიაში თამაშს ასეთ დონეზე გააგრძელებს, ეს გუნდს უფრო მეტ კონკურენციას შესძენს, რაც განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ლაზარე კუპატაძე, ჩვენ მას რუმინეთის წინააღმდეგ შანსი მივეცით და მან შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. ამიტომ ჩვენ არ გვყავს, მხოლოდ ლორია და მამარდაშვილი, ამ გუნდის წევრები ასევე არიან კუპატაძე და მაკარიძე, რომლებიც ძალიან კარგი მეკარეები არიან. აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტულ პოზიციაზე არსებული სიტუაციით ძალიან ბედნიერი ვარ”, – ციტირებს სანიოლის სიტყვებს Nakrebi.Ge.
ფოტო: სფფ