რვა ბრაზილიელ ფეხბურთელს პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში თამაში აეკრძალა
ჩვენ ხელთ არსებული დადასტურებული ცნობების თანახმად, პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში თამაში რვა ბრაზილიელ ფეხბურთელს აეკრძალა. ყოველივე ეს ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციასა და პრემიერ ლიგის მესვეურებს შორის არსებული უთანხმოების შედეგი გახლავთ.
როგორც იცით, პრემიერ ლიგის კლუბებმა ბრაზილიის ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების გაშვებაზე უარი განაცხადეს, რითიც ბრაზილიელები განარისხეს. სამხრეთ ამერიკელთა პასუხმა არ დააყოვნა.
ბრაზილიელების საჩივარი FIFA-ს წარმომადგენლებმა ვალიდურად მიიჩნიეს და ზემოხსენებულ კლუბებს ნაკრებში გამოძახებული ბრაზილიელი ფეხბურთელების გამოყენება 5 დღის განმავლობაში აუკრძალეს.
ასე რომ, 12-13 სექტემბერს თავიანთ კლუბებს ვერ დაეხმარებიან: ფაბინიო, ალისონი, ფირმინო (სამივე “ლივერპულის” ფეხბურთელი), რაფინია (“ლიდსი”), ტიაგო სილვა (“ჩელსი”), ფრედი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ედერსონი, გაბრიელ ჟეზუსი (“მანჩესტერ სიტი”).