ბერბატოვი: “ძალიან იმედგაცრუებული ვიქნებოდი, რონალდუ “მანჩესტერ სიტიში” რომ გადასულიყო”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა, პრესასთან საუბრისას კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი. ბერბატოვი ტრანსფერამდე რონალდუს “სიტიში” გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებსაც გამოეხმაურა.
“ძალიან გაოცებული ვიყავი. პრესაში ვკითხულობდი ამ ჭორებს და ვფიქრობდი, რომ ეს მისი არჩევანი იქნებოდა. ასეთი რამ უკვე მომხდარა – შმეიხელსა და ტევესს “მანჩესტერ სიტიშიც” ხომ უთამაშიათ.
მის შესაძლო გადაწყვეტილებას ვამართლებდი. უნდა ვაღიარო, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვიქნებოდი, რონალდუ “მანჩესტერ სიტიში” რომ გადასულიყო. ფანები ამას ვერ გაიგებენ.
ჩვენ არ ვიცით, რა ხდებოდა სინამდვილეში. გაქვთ რაიმე კონტაქტი “მანჩესტერ სიტისთან”? იცით, რაზე საუბრობდნენ ისინი? შესაძლოა, ეს უბრალო ჭორები იყო და რონალდუს არასდროს უნდოდა იქ გადასვლა,” – აცხადებს ბერბატოვი.