“ძალიან გახარებული და უზომოდ ბედნიერი ვარ” – ავთანდილ ხურციძე თავისუფალია!
ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკის ციხეს ტოვებს. ქართველ მოკრივეს -წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ ის საკანში გატარებული ხუთი წლის შემდეგ გათავისუფლდება.
42 წლის სპორტსმენის განცხადებით, ის საკანში კიდევ ერთი კვირით დარჩება, რადგან მის ვიზას ვადა გაუვიდა.
იხილეთ ავთანდილ ხურციძის განცხადება:
“მოგესალმებით ყველას და ყველას. როგორც მოგახსენეთ, ჩემი წინასწარ ხილვა და სიზმარი აღირიცხება და აღინიშნებათქო. აღნიშვნა ვერმოვახერხე, რადგან ერთი კვირით შემინახა საკანში მოსამართლე ფრესკამ, ვინაიდან და რადგანაც ჩემი ვიზა დასრულებულ იქნა ამ ხნის მანძილზე.
ძალიან გახარებული და უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან მოსამართლე ფრესკაში ადამიანის სახით ანგელოზი დავინახე, მფარველი ანგელოზი, რადგან პროკურორები დაჟინებით ითხოვდნენ იგივე დროს დატოვებას 10 წელს, კიდევ ხუთ წელს, მაგრამ არ შემიძლია ასე სახალხოდ არ ავღნიშნო ჩემი ადვოკატების თავგანწირული ბრძოლა და არ გამოვხატო ასე სახალხოდ მათ მიმართ მადლიერება. მეგონა, ჩემს გულში და ფიქრებში ისხდნენ ქალბატონი მეგანი და ბატონი კენი და მე ამ ყველაფერს თუ გავიფიქრებდი, თორემ სასამართლოში ვერასდროს ვიტყოდი იმას, რაც ჩემმა ადვოკატებმა თქვეს და აღწერეს და უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ორ ადამიანს. ვუთხარი კიდეც ვიზიტის დრო არაფერი მომიფიქრებია და თქვენს გარდა არავინ დამრჩა გვერდით, თქვენზე ვარ დამოკიდებული, მე არაფრის თქმა არმინდა მეთქი, მაგრამ რაც მთხოვეს მხოლოდ ის ვთქვი.
დიდი ბოდიში მოვიხადე ამერიკის წინაშე და დიდ მადლიერებას გამოვხატავ ამერიკის წინაშე, რადგან ასეთი კარგი ადამიანები ცხოვრობენ ამერიკაში, როგორიცაა ქალბატონი ფრესკა, ქალბატონი მეგანი და ბატონი კენი. განა პროკურორებზე ცუდს ვიძახი, მე მესმის მათი, ვერანაირად ვერ დამითანხმეს 5 წლოს განმავლობაში მათთან თანამშრომლობაზე და მათი ასეთი რეაქციაც მესმის, რადგან ჩემგან სულ ერთი და იგივე პასუხი ესმოდათ, ჩემი სიკვდილის მერე გავხდები თქვენი თანამშრომელი. ვიძახდი ხმამაღლა, ამიტომაც დამიჭირეს, რომ მათ იმედი ქონდათ დამითანხმებდნენ. ეს ფაქტი აღნიშნეს კიდეც ჩემმა ადვოკატებმა. მიუხედავად ყველაფრისა და ჩვენი 5-წლიანი ბრძოლისა, მინდა ბატონ პროკურორებსაც დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ამ 5 წლის განმავლობაში და ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი მათი დახმარებით.
და ბოლოს, მადლობა ბატონ ლაშას, ჩემს მთარგმნელს, მადლობა ძალიან დიდი ჩემი დახმარების მცდელობებისთვის, სულ ცდილობდა ჩემს დახმარებას როგორმე ამ 5 წლის განმავლობაში და აი ისიც მივაღწიეთ დასახულ მიზანს, მადლობა გულწრფელად, ბატონი ლაშა, შენ ხარ პროფესიონალი შენი საქმის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.