პოჩეტინომ ახსნა, თუ რატომ შეცვალა მესი
19 სექტემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ლიონი” მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის 76-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, მაურისიო პოჩეტინომ ლიონელ მესი ჰაკიმით შეცვალა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი შეცვლით უკმაყოფილო იყო და ეს კამერებმაც დააფიქსირეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა განმარტა, რატომ შეცვალა მესი.
“მესის შეცვლის გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ის შესაძლო ტრავმის მიღებისაგან დაგვეცვა. წინ მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს და მას უნდა მოვუფრთხილდეთ. გადაწყვეტილებებს გუნდის ინტერესიდან გამომდინარე ვიღებთ. ყველამ იცის, რომ შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს”, – ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს “მარკა”.
Messi didn’t shake hands with Pochettino pic.twitter.com/od8JkMfH0X
— Drizzy (@messiprimes) September 19, 2021