2021 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მსოფლიოში
ამერიკელმა ბიზნეს ჟურნალმა “ფორბსმა” 2021 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები დაასახელა. ათეულში მოხვდნენ ის მოთამაშეები, რომლებმაც 2021-2022 წლების სეზონში მიიღეს ან მიიღებენ ყველაზე მეტი ოდენობის ხელფასს, ბონუსებს და დამატებით შემოსავლებს.
“ფორბსის” წარმომადგენლები სიის შედგენის პროცესში ესაუბრებოდნენ კლუბებს, ფეხბურთელების აგენტებს, კომერციულ სპონსორებსა და მსოფლიო ფეხბურთის ექსპერტებს.
გასულ წელს ათეულის ლიდერი ლიონელ მესი იყო, მაგრამ წელს მან მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ის კრიშტიანო რონალდუმ ჩაანაცვლა.
1. კრიშტიანო რონალდუ – $125 მილიონი
2. ლიონელ მესი – $110 მილიონი
3. ნეიმარი – $95 მილიონი
4. კილიან მბაპე – $43 მილიონი
5. მოჰამედ სალაჰი – $41 მილიონი
6. რობერტ ლევანდოვსკი – $35 მილიონი
7. ანდრეს ინიესტა – $35 მილიონი
8. პოლ პოგბა – $34 მილიონი
9. გარეტ ბეილი – $32 მილიონი
10. ედენ აზარი – $29 მილიონი