ლაპორტა კუმანის პრესკონფერენციაზე: “ამაზე არაფერი ვიცოდით, ბოლო წამს გავიგეთ”
რონალდ კუმანმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად წინასწარ მომზადებული ტექსტი წაიკითხა და პრესკონფერენციის ოთახი დატოვა. კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, მომხდართან დაკავშირებით ახსნა-განმარტებითი კომენტარი გააკეთა.
“ჩვენ არაფერი ვიცოდით, ბოლო წამს გავიგეთ მომხდარის შესახებ. ის ვალდებულია, რომ პრესკონფერენციაზე გამოცხადდეს, თუმცა კითხვებს ისე უპასუხებს, როგორც მოუნდება. ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას, მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით არც ჩვენ და არც გუნდის წევრებმა.
ახლა რთულ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. წინ “კადისთან” გასამართი შეხვედრა გველის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ მომენტისთვის,” – განაცხადა ლაპორტამ.
კატალონიური პრესის ცნობით, ჟოან ლაპორტა და დირექტორთა საბჭო რონალდ კუმანის ამ ქმედებით უკმაყოფილოა, თუმცა საჯაროდ სიტყვა-პასუხის გამართვა არ სურთ.