“ლამაზი ფეხბურთი დამთავრდა” – ლუკას პაკეტა ფინტის გაკეთების შემდეგ გააფრთხილეს (ვიდეო)
22 სექტემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ში “ლიონმა” საკუთარ მოედანზე “ტრუა” მიიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა.
მატჩის ბოლო წამებში მასპინძელთა შემტევმა ნახევარმცველმა ლუკას პაკეტამ ფინტის გაკეთება სცადა, რის შემდეგაც ძალიან მალე არბიტრმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა.
Lucas Paquetá booked for attempting a rainbow flick.
The beautiful game is gone.
pic.twitter.com/uPMTX3C2jR— Big H. (@Hxnz99) September 23, 2021
აღნიშნულ ეპიზოდს “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი ნეიმარი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ეს ძალიან სამწუხარო ეპიზოდია. ყვითელი ბარათი დრიბლინგისთვის… არ აქვს მნიშვნელოვა, რომელ წუთზე გააკეთებ ფინტს. ასეთი რამ გასულ სეზონში მეც გავაკეთე და გამაფრთხილეს, ახლა პაკეტას ჯერი მოვიდა. სიმართლე გითხრათ, არ მესმის. ცნობილი “Jogo Bonito” (“ლამაზი ფეხბურთი”) დამთავრებულია”, – წერს ნეიმარი Instagram-ში,