გიორგი ჩაკვეტაძე: “თავი პატარა ბავშვად ვიგრძენი”
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კლუბში დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა. “გენტი” “ანდერლეხტს” ესტუმრა და 1-1 ითამაშა.
“რა თქმა უნდა, ძალიან ემოციური ვიყავი, როდესაც მოედანზე შევედი. ბოლოს ძირითადში 1 წლის წინ ვიყავი. ცოტათი თავი პატარა ბავშვად ვიგრძენი, ბედნიერი და განცვიფრებული. დიდებული შეგრძნება იყო. მსურს ფანებს დიდი მადლობა ვუთხრა, რადგან არასდროს დავუვიწყებივარ. მიყვარს, როდესაც ჩემ სახელს სკანდირებენ. კარგი დღე იყო გუშინ”, – განაცხადა ჩაკვემ.
გიორგი საკმაოდ აქტიური იყო და ბევრს მოძრაობდა. მოედანი 66-ე წუთზე დატოვა.