“იუვენტუსს” “ჩელსისთან” მატჩში შეტევის ორი ლიდერი დააკლდება
ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, “სამპდორიასთან” მოგებული მატჩის შემდეგ გუნდის დანაკლისზე ისაუბრა. ცნობისთვის, მატჩის მიმდინარეობისას პაულო დიბალამ მიიღო დაზიანება.
“გუნდი თავს კარგად იცავდა, მაგრამ 2:0-ზე შეცდომა დავუშვით, რაც გოლად დაგვიჯდა. მეორე გოლი კი მოედნის ცენტრში ბურთის დაკარგვის შედეგად გავუშვით. მაგრამ, რა თქმა უნდა, გამარჯვებით კმაყოფილნი ვართ.
დარწმუნებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ დიბალა და მორატა “ჩელსისა” და “ტორინოსთან” გასამართ მატჩებს გამოტოვებენ. იმედი გვაქვს, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ ისინი დაგვიბრუნდებიან.
კარგად ვიმუშავეთ. ოცი წუთის შემდეგ სამბურთიანი სხვაობით უნდა ვყოფილიყავით წინ. ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით. 90 წუთი დომინირება ძალიან რთულია, ამიტომაც მომენტების რეალიზებაზე ბევრი უნდა ვიმუშავოთ,” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.