ადეიემიმ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “ზალცბურგმა” დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი “ლილი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ავსტრიულმა კლუბმა მატჩში ორივე გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა. “ზალცბურგი” პირველი კლუბი გახდა, რომელმაც ჯგუფური ეტაპის პირველ ორ მატჩში 5 პენალტი მოიპოვა.
ორივე თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა კარიმ ადეიემიმ. შედეგად, ახალგაზრდა გერმანელმა ტომას მიულერის რეკორდი გააუმჯობესა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (19 წლის და 254 დღის), რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე დუბლის გაფორმება შეძლო.
19 – Aged 19 years and 254 days Karim Adeyemi is the youngest German player to score a brace in the Champions League, taking over the record from Thomas Müller (20 years 2 days). Diamond. #SALLOSC #UCL pic.twitter.com/Z56pRIYpTP
— OptaFranz (@OptaFranz) September 29, 2021