სულშერი: “რონალდუ ახალგაზრდა ლეკვი აღარაა, შეცვლაზეც შეუძლია თამაში”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა, “ევერტონთან” ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში კრიშტიანუ როანლდუ სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა მოედანზე.
“მე და რონალდუს უფრო მეტი გვესმის, ვიდრე, მაგალითად, ექსპერტებს. მთავარია სწორი მომენტის შერჩევა მის მოედანზე გასაყვანად და სათადარიგოთა სკამზე დასასმელად.
ის ახალგაზრდა ლეკვი აღარაა, ნამდვილი პროფესიონალია და შეცვლაზეც შეუძლია თამაში. დღეს რონალდუ მოედანზე ენერგიით აღსავსე შევიდა და გუნდს მოტივაცია შემატა.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ვერ იტყვი, რომ მოგებას იმსახურებ, თუ გოლების გატანას ვერ ახერხებ. დღეს ჩვენ ისევე ვდომინირებდით, როგორც “ვილიარეალთან” მატჩში, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა,” – განაცხადა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.