“რუბინის” მეკარე: “ხვჩიამ ცხვირი ჩამოუშვა და თამაში შეწყვიტა”
2 ოქტომბერს, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-10 ტურში ყაზანის “რუბინმა” საკუთარ მოედანზე “ნიჟნი ნოვგოროდი” მიიღო და 0:1 დამარცხდა.
მასპინძელთა სათადარიგო შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია. ქართველი ფეხბურთელი თამაშში 28-ე წუთზე ჩაერთო. მეორე ნახევრის დასაწყისში ხვიჩამ პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად შეასრულა, თუმცა მეკარემ ბურთი მოიგერია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, “რუბინის” მეკარემ იური დიუპინმა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა.
“ბოლო მატჩებში მეტოქის კარისაკენ მხოლოდ საჯარიმოს გარედან ვურტყამთ. რაღაც გვაკლია. თუ ფლანგიდან თამაშს ვამწვავებდით, მათ საჯარიმოში მხოლოდ 1-2 მოთამაშე გვრჩებოდა.
მაგალითად, დღეს ხვიჩა სიღრმეში ხშირად შედიოდა, მან იცის, რომ შორეული ძელი უნდა ჩაკეტოს. მას ვუყვიროდი, ვეძახდი, მაგრამ პენალტის გაცუდების შემდეგ თამაში შეწყვიტა. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიური საუბარია საჭირო. ეს ფეხბურთია. შეიძლება, თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენო, მაგრამ წინ კიდევ 30 წუთია და ყვალფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რათა სიტუაცია გამოასწორო. მან უბრალოდ ცხვირი ჩამოუშვა და თამაში შეწყვიტა. მარცხს ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მე მთავარი ფაქტორები გამოვყავი”, – ციტირებს დიუპინის სიტყვებს Sports.ru.