კახა ჩხეტიანი ქუთაისის საკრებულოში ვერ მოხვდა, ნემსაძე მე-2 ტურშია
ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი კახაბერ ჩხეტიანი “გიორგი გახარია საქართველოსთვის” ქუთაისის საკრებულოს სიის მე-3 ნომერი იყო, მაგრამ პარტიამ საკრებულოში პროპორციული სიით მხოლოდ 2 წევრი გაიყვანა და ჩხეტიანმა მოხვედრა ვერ შეძლო.
მე-2 ტური დასჭირდება ცაგერში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატ გიორგი ნემსაძეს, რომელმაც 49.34% დააგროვა და პირველივე ტურში გასამარჯველად სულ მცირე დააკლდა. 30 ოქტომბერს ნემსაძეს გახარიას პარტიის წარმომადგენელი დაუპირისპირდება.
პირველივე ტურში მოიგო გორის მერობის არჩევნები თავისუფალი სტილით მოჭიდავე მსოფლიო და ომპიურმა ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა.
ბათუმის საკრებულოს “ოცნებიდან” პირველ ნომრად ყოფილი ფეხბურთელი, ბათუმის “დინამოს” გენერალური დირექტორი ასლან ბალაძე შეუერთდა.
თბილისის საკრებულოში “ოცნების” კვოტით ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მენეჯმენტის კუთხით, აკაკი ალადაშვილი მოხვდა.