სანიოლი: “გვსურს ქართველი გულშემატკივარი ამაყობდეს საკუთარი ნაკრებით”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და შემტევმა საბა ლობჟანიძემ კოსოვოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართეს.
ვილი სანიოლი: “სექტემბერში კოსოვოსთან დავმარცხდით, ეს ჩვენთვის საკმაოდ რთული მომენტი იყო, საშინაო მატჩში ყველა განსხვავებულ შედეგს ელოდა. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, მსურს, რომ ჩემი ფეხბურთელები ისე განეწყონ თამაშისთვის , როგორც ეს კოსოვოელებმა ბათუმში მოახერხეს. გვსურს, ქართული ფეხბურთი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ. პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხი ჯერაც ვერ დავივიწყეთ და შევეცდებით ეს გამოვასწოროთ.
საბერძნეთის წინააღმდეგ რთული შეხვედრა გამოვიდა, თუმცა ამ მატჩში უკეთესად გამოვიყურებოდით ვიდრე ეს სექტემბერში კოსოვოს წინააღმდეგ იყო. სამწუხაროდ ბოლო წუთებზე ჩვენს კარში პენალტი მივიღეთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე პოზიტიური განწყობით უნდა გავიდეთ. ყველა მატჩში ვცდილობთ, რომ მოედანზე საუკეთესო შემადგენლობით ვიყოთ და ქართველი ხალხი გავახაროთ. ასევე გვსურს,რომც”, – განაცხადა სანიოლმა.
“კოსოვოს ძლიერი ნაკრები ჰყავს და ამაში ერთი თვის წინ დავრწმუნდით. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ჩემი და მთლიანი გუნდის მოლოდინია, რომ ხვალ სამი ქულისთვის უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, რომ რთული თამაში გველის, მაგრამ მოედანზე გამარჯვებისთვის უნდა გავიდეთ და მჯერა, რომ ამის ძალა შეგვწევს”, – დაამატა საბა ლობჟანიძემ.
Nakrebi.Ge