ინფანტინომ მუნდიალის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების მთავარი უპირატესობები დაასახელა
ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციებში ჯერ კიდევ აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებასთან დაკავშირებით. ჯანი ინფანტინომ ამ იდეის მთავარ პლუსებზე ისაუბრა.
“ვცდილობთ განვიხილოთ, თუ რამდენად შესაძლებელია მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდეს. არსებობს გარკვეული შემოთავაზებები, რომელთა ანალიზსაც ვახორციელებთ.
ჩემთვის ძალიან ნათელია ამ პროექტის უპირატესობები. ასეთ შემთხვევაში უფრო მაღალი დონის კონკურენციასა და მეტ შესაძლებლობას მივიღებთ. არის იმის შანსიც, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ერთდროულად ხუთ ქვეყანაში გაიმართოს. ვადის შემცირების შემთხვევაში უფრო ბევრი ქვეყანა შეძლებს მუნდიალის მასპინძლობას, რაც დიდ წარმატებას გულისხმობს.
როდესაც გადაწყდა, რომ მუნდიალი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარებულიყო, 40 ნაკრები იყო მსოფლიოში, ახლა კი მათი რაოდენობა 211-ს შეადგენს,” – აცხადებს ჯანი ინფანტინო.