იკარდი “პსჟ”-ის დატოვებით იმუქრება, თუ მეუღლე არ დაუბრუნდება
RMC Sport-ის ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი მაურო იკარდი კლუბის დატოვებით იმუქრება, თუ მეუღლე ვანდა ნარა არ დაუბრუნდება.
ორიოდე დღის წინ ნარამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
“მეძავის გამო კიდევ ერთი ოჯახი დაანგრიე”.
ამის შემდეგ ვანდა ნარამ მაურო იკარდისთან ერთდან გადაღებული ყველა ფოტო წაშალა და პარიზიდან მილანში გაემგზავრა. არგენტინელმა ფეხბურთელმა სკანდალის შემდეგ სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად აღბეჭდილი სურათები გამოაქვეყნა, ის ნარას შემორიგებას ცდილობს და ამ მიზნით იტალიაში ჩავიდა, რის გამოც “პარი სენ-ჟერმენში” ვარჯიშები გააცდინა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვანდა ნარამ მაურო იკარდის ერთ-ერთ სოციალურ ქსელში 29 წლის არგენტინელ მოდელ ჩინა სუარესთან ინტიმური შინაარსის მიმოწერები უპოვა. თავად სუარესი იკარდისთან ნაცნობობასაც კი უარყოფს.