აჩი არველაძე: “ღმერთმა არ დამაჭირვოს და გამაჭირვოს ისე, რომ პოლიტიკაში წავიდე”
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა აჩი არველაძემ მისი პოლიტიკაში წასვლის შესახებ დათო გორგილაძის გადაცემა “აუტანელ სიმსუბუქეში” ისაუბრა.
“როდესაც მე პოლიტიკურ მოედანზე შევალ, პირდაპირი მნიშვნელობით, ხაზს ვუსვამ 50%ს, ვხვდები, იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც ჩემი პოლიტიკური ხედვა არ მოსწონთ. მე ამას ვერ გავცვლი. ღმერთმა არ დამაჭირვოს და არ გამაჭირვოს, რომ წავიდე პოლიტიკაში.
მე მქონია შემოთავაზება ვყოფილიყავი მაჟორიტარი დეპუტატი. ჩემ წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო თინა ხიდაშელი, მას მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ისეთი პარტიიდან მქონდა, მოვიგებდი უპრობლემოდ. მე ვერანაირად ვერ უნდა მოვუგო პოლიტიკური ბრძოლა თინას. მჯობიათ ათასი კილომეტრით, იმ ყველაფერში, რაშიც მჯობია და მე იმიტომ, რომ შემფუთონ და დამსვან ვიტრინაში, შემიძლია მოვიგო არჩევნები. მე ესეთი მიდგომა მაქვს. იგივე მიდგომა მაქვს თუ ვინმე ჩემ წინააღმდეგ მოდის ფეხბურთში”, – განაცხადა აჩიმ.
გავრცელებული ცნობით, აჩი არველაძე გახარიას პარტიიდან მერობის კანდიდატად განიხილებოდა.