რონალდუ: “მინდა ჩემი ოჯახი და ფანები გავაბედნიერო”
“მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, კლუბში არსებული ვითარება შეაფასა.
“ამ მომენტში “მანჩესტერ იუნაიტედი” ცვლილებების პროცესშია. ზაფხულში კლუბმა ჩემი, რაფაელ ვარანისა და ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერები განახორციელა. ადაპტაცია დროს მოითხოვს, თუმცა გუნდმა უკვე უნდა გავითავისოთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია.
მე მხოლოდ ინდივიდუალურ თემებს არ ვეხები, ჩემთვის გუნდური წარმატება უპირველესყოვლისია. გუნდურად გამარჯვების მოპოვება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ინდივიდუალური ჯილდოს მოგება.
ყველამ უნდა იცოდეს თავისი როლი. მე ვიცი ჩემი როლი – გოლები უნდა გავიტანო, გუნდს ჩემი გამოცდილებით უნდა დავეხმარო და თამაშის მსვლელობაში გავერკვიო. თუ ყველა ზედმიწევნით კარგად შეასრულებს თავის დავალებას, შეუძლებელი არაფერი იქნება.
სანაკრებო კარიერის დასრულება? რატომ? ვფიქრობ, ამის დრო არ არის. ეს მაშინ მოხდება, როდესაც მე სირბილის, დრიბლინგისა და დარტყმის ძალა აღარ მექნება… მოტივაციით აღსავსე ვარ და ვთვლი, რომ ჯერ კიდევ შემიძლია გაგრძელება.
მოტივირებულობა მთავარი რამ არის. მინდა, რომ ხალხი გავაბედნიერო, ჩემი ოჯახი ბედნიერი იყოს. მინდა დონე კიდევ უფრო ავწიო. 36 წლის ვარ, ყველაფერი მოვიგე, რატომ უნდა მადარდებდეს რას ამბობენ კრიტიკოსები?” – აცხადებს რონალდუ.