რონალდ კუმანის პირველი კომენტარი “ელ კლასიკოში” მარცხის შემდეგ
კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, სეზონის პირველ “ელ კლასიკოში” განცდილი მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, “ბლაუგრანა” მადრიდის “რეალთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
“შედეგით, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში გუნდმა კარგი თამაში აჩვენა. დესტს ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა. ვიცოდით, რომ მათი დაცვის დონის გათვალისწინებით ძალიან რთული იქნებოდა სასურველი შედეგის დაფიქსირება გოლის გაშვების შემთხვევაში.
საკამრისად ბევრ და საკმარისად სახიფათო მომენტებს ვერ ვქმნიდით. “რეალთან” საშინაო მატჩში დამარცხების შემდეგ ძალიან რთულია პოზიტივებზე ისაუბრო.
“ელ კლასიკოში” სამ ქულაზე გაცილებით მეტს კარგავ. მე ამას სრულად ვიაზრებ. თუმცა ახლა ძალების მოკრებაა საჭირო, წინ ოთხშაბათს გასამარტი მატჩი გველის. ლა ლიგა ხანგრძლივი ტურნირია.
რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩენოდა. ვეცადეთ იმის დამტკიცება, რომ “რეალზე” უფრო ძლიერები ვართ. პირველი გოლი მათ ნაცვლად ჩვენ რომ გაგვეტანა, მოვლენები სხვაგვარად წარიმართებოდა,” – აცხადებს რონალდ კუმანი.