ამირან სანაიას სიმსივნე დაუდასტურდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრს, საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე “როდეზის” ფეხბურთელ ამირან სანაიას 32 წლის ასაკში სიმსინვე დაუდასტურდა.
სამწუხარო ამბის შესახებ კომენტარი 30 ოქტომბერს, მისი კლუბის პრეზიდენტმა ოლივიე მურატმა, “კევი რუანთან” მოგებული მატჩის შემდეგ გააკეთა.
“ეს ამბავი ამ კვირაში გავიგეთ. მკურნალობის პროცესი უკვე დაწყებულია, მომდევნო კვირაში ტულუზაში გაემგზავრება. კლუბი ამირანს ყველაფრით დაეხმარება. ჩვენ მას და მის ოჯახს გვერდით ვუდგავართ. სანაიას მებრძოლი ხასიათიდან გამომდინარე, ვიტყვი, რომ ის უფრო ძლირი დაგვიბრუნდება”, – გადანაცხადა “როდეზის” პრეზიდენტმა.
სანაიამ პროფესიონალური კარიერა “ზესტაფონში” დაიწყო. 18 წლის იყო, როცა ფრანგულ “ლე მანში” გადავიდა. ამის შემდეგ ითამაშა “ბასტიაში”, “ლიუზნაკში”, “პარიზსა” და “ერბიერში”. ამპლუით მარცხენა მცველი საქართველოს ნაკრებში პირველად 2007 წელს გამოიძახეს, მან ქვეყნის პირველი გუნდის მაისურით 5 მატჩი ჩაატარა.
FANEBI.COM ამირან სანაიას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს!