იბრაჰიმოვიჩმა მბაპე გააკრიტიკა და მესის ტრანსფერი შეაფასა
“მილანის” ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, პრესასთან საუბრისას “პარი სენ-ჟერმენში” არსებული მდგომარეობა შეაფასა. როგორც იცით, 2012-16 წლებში ზლატანი პარიზული გრანდის ღირსებას იცავდა.
“როდესაც “პსჟ” გაიყიდა, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც იქ გადავიდა. ამით ძალიან ვამაყობ. ჩემ გარეშე “პარი სენ-ჟერმენი” ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც ახლა არის. ზოგი ფიქრობს, რომ იქ ფულის, ქალაქისა და კარგი ცხოვრების გამო გადავედი. არა – მე მივედი ყველაფრის შესაცვლელად.
მიყვარს მბაპე, თუმცა ის სამკარისს ვერ აკეთებს. მას შეუძლია ძალიან ძლიერი გახდეს, თუ თავის თავს ტკივილს მიაყენებს. მან სისხლს გემო უნდა გაუსინჯოს და ცეცხლში გაიაროს. გარშემო ისეთი ადამიანები უნდა იყოლიო, რომლებიც გეუბნებიან, რომ საუკეთესო არ ხარ და ასეთ დროს შენ ნამდვილად გახდები საუკეთესო.
პარიზში გადასვლა მესისთვის კარგი გამოწვევაა. “ბარსელონაში” გატარებული დიდი დროის შემდეგ ის რაღაც ახალს მიიღებს. მესი ძალიან ამბიციურ კლუბში გადავიდა, რომელიც მუდმივად მოგებაზე ფიქრობს.
არის თუ არა ახლანდელი “პსჟ” ჩემ დროინდელ გუნდზე უფრო ძლიერი? არა, ჩვენ ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვიყავით. დღესს კი გუნდს ვერ ვხედავ,” – აცხადებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი.