“პარი სენ-ჟერმენმა”, შესაძლოა, რამოსს კონტრაქტი გაუწყვიტოს
მადრიდის “რეალის” ყოფილმა კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, შესაძლოა, “პარი სენ-ჟერმენი” ისე დატოვოს, რომ მოედანზე ფეხიც არ ჰქონდეს შედგმული. ამის შესახებ ინფორმაცია Le Parisien-ის ბოლო გამოცემაში ვრცელდება.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ფრანგული გრანდის ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან 35 წლის ფეხბურთელის ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობით.
შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი პარიზში მადრიდის “რეალიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა, მაგრამ მთავარ პრობლემას მისი მაღალი ხელფასი წარმოადგენს.
სერხიოს კუნთთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, რომელთა მოგვარებაც ჯერაც ვერ ხერხდება. კლუბის სპორტულმა დირექტორმა ამ თემასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა – “ესპანური პრესა ამ თემას ზედმეტად აბუქებს. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით მისი მდგომარეობის შესახებ.”