ზლატან იბრაჰიმოვიჩი საქართველოში ჩამოვა
შვედეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტპაზე, საქართველოსა და ესპანეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩებისათვის შემადგენლობა დაასახელა.
შვედების განაცხადშია ზლატან იბრაჰიმოვიჩი. იანე ანდერსონის თქმით, 40 წლის თავდამსხმელი ორივე შეხვედრაში მოედანზე 90-90 წუთს არ გაატარებს.
“ძალიან კარგია, რომ ის ჩვენთან ერთადაა. ყველამ ვიცით, რა შეუძლია მას. ის გუნდს აძლევს იმის საშუალებას, რომ ცოტათი განსხვავებულად ითამაშოს, მეტოქისათვის კი დიდ საფრთხეს წარმოადგენს. სამი დღის განმავლობაში ორი მატჩი უნდა ჩავატაროთ, ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ორივე შეხვედრაში მოედანზე 90 წუთს გაატარებს”, – თქვა ანდერსონმა.
შვედეთის ნაკრების განაცხადი:
მეკარეები: დაჰლბერგი, ოლსენი, ნორდფელდტი;
მცველები: კრაფტი, ოლსონი, ლინდელოფი, ნილსონი, მილოშევიჩი, აუგუსტინსონი, სუნდგრენი, ჰოლმენი;
ნახევარმცველები / თავდამსხმელები: კრისტოფერ ოლსონი, იბრაჰიმოვიჩი, ქუაისონი, კარლსონი, სვანბერგი, ეკდალი, კულუშევსკი, გიოკერესი, ჯორდან ლარსონი, კაიუსტე, კლაესონი, ფორსბერგი, ისაკი, მაგნუს ერიქსონი, სემა, ლევიცკი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩი 11 ნოემბერს ბათუმში გაიმართება. ეს დაპირისპირება 21:00 საათზე დაიწყება.