საქართველოს ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა – გუნდში დებიუტანტია
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ვილი სანიოლმა შვედეთისა და უზბეკეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩებისათვის გასულ კვირაში 25 ფეხბურთელი გამოიძახა, თუმცა ტრავმის გამო, გუნდს გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა. მის ნაცვლად, ფრანგმა სპეციალისტმა შემადგენლობაში აზერბაიჯანული “ზირას” თავდამსხმელი დავით ვოლკოვი შეიყვანა.
ვოლკოვისთვის ეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველი გამოძახებაა. მან აზერბაიჯანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 ტურში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ბომბარდირთა დავის ლიდერია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, 11 ნოემბერს ბათუმში შვედეთს უმასპინძლებს, ხოლო 15 ნოემბერს გორში უზბეკეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი)
ფოტო: სფფ